არქივი21 ნოემბერი, 2023, 20:22
სომალიში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა | ტერიტორიიდან 700 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
სომალიში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე არიან დაკარგულებიც. ტერიტორიიდან 700 000 ადამიანის ევაკუაცია განხორცილდა.
მედიის ცნობით, ოქტომბრის ბოლოდან დღემდე სომალიში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლი გაიზარდოს.
წყალდიდობამ დააზიანა მეზობელი ქვეყნები. კენიასა და ეთიოპიაში გარე სამყაროს რამდენიმე ქალაქი მოწყდა. ექსპერტები სტიქიური უბედურებების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.