ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მიწისძვრას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მიწისძვრას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასის ქვეშ არიან მოყოლილები.
6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მინდანაოს რეგიონი იყო, სადაც სტიქიის შედეგად სავაჭრო ცენტრის სახურავი დაინგრა, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები, ათობით ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბუნებრივმა კატასტროფამ რეგიონის ოთხ პროვინციაში 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 32 საავტომობილო გზა დააზიანა. მათივე ცნობით, 450-მდე ადამიანი პანიკური მდგომარეობისა და სუნთქვითი პრობლემების გამო ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.