ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ახალ აშენებული და სოფელ ხეღრუში ახალ რეაბილიტირებული დაწყებითი სკოლების გახსნას დაესწრო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ახალ აშენებული და სოფელ ხეღრუში ახალ რეაბილიტირებული დაწყებითი სკოლების გახსნას დაესწრო
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძესთან, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნევრესტან დიდმანიძესთან, საკრებულოს წევრებთან და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ახალ აშენებული და სოფელ ხეღრუში ახალ რეაბილიტირებული დაწყებითი სკოლების გახსნას დაესწრო.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სოფელ მასაურას და ხეღრუს დაწყებით სკოლაში ამ ეტაპისთვის 16 მოსწავლე ისწავლის.
სკოლები სრულ მზადყოფნაშია – გამართულია ინფრასტრუქტურა, ასევე ყველა მოსწავლეს გადაეცათ სახელმძღვანელოები და ბუკები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.