ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ახალშენსა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სოფელ წინსვლსა და ქვედა სამებაში – მინი სპორტული მოედნების მოწყობა.
პროექტების ფარგლებში განხორციელდა არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სექციური ღობე, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი.
სოფელ ხეღრუსა და მასაურაში შიდა სასოფლი გზის მოწყობის სამუშაოები.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 284 125 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი