ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, და ოფისის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან და ოფისის წარმომადგენელთან, კონსტანტინე წერეთელთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
„დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. ასევე, ისაუბრა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.