ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე: 2022 წელს პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, აწამეს ადამიანები. ისინი მხოლოდ 2026 წელს დააკავეს. ანუ 4 წელი, ის შემზარავი დანაშაული, დიდი ალბათობით, მრავალჯერ განმეორდა

ხატია დეკანოიძე: 2022 წელს პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, აწამეს ადამიანები. ისინი მხოლოდ 2026 წელს დააკავეს. ანუ 4 წელი, ის შემზარავი დანაშაული, დიდი ალბათობით, მრავალჯერ განმეორდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
უსუსური თავის მართლებაა.
სისტემაში ჩადენილი დანაშაულის აზრი, შინაარსი, მასშტაბურობა და სიმწვავე არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ წელს მოხდა ის.
2022 წელს პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, აწამეს ადამიანები. ისინი მხოლოდ 2026 წელს დააკავეს. ანუ 4 წელი, ის შემზარავი დანაშაული, დიდი ალბათობით, მრავალჯერ განმეორდა.
რატომ არ გასაჯაროვდა ეს კადრები ამ პოლიციელების დაკავების მომენტში 2026 წლის თებერვალში პროკურატურის მიერ? პოლიციელების გარდა, მათი მფარველები თუ დაისაჯნენ?
თუ მას შემდეგ ძალადობის კადრები არ გვინახავს ან პოლიციელი ცრუ მოწმეები?
ან გომელაურს კობახიძე/მდინარაძე არ იცავდნენ 2022 წელს?
ცნობისათვის, ნოდარ მელაძის “შაბათის ეთერის” მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც პოლიციელების მიერ მოქალაქეების წამების ფაქტები ჩანს, შინაგნ საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.