ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე: კობახიძე დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის

ხატია დეკანოიძე: კობახიძე დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის
 პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე:
კობახიძე დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის.
ლევან ხაბეიშვილის საჯარო დაპირება (პოლიტიკოსის საქმეა სიტყვა, დაპირება, საუბარი) პატიმრობით შეფასდა იმ ფარისევლების მიერ, ვინც საჯაროდ ხალხს სოლარიუმებს ჰპირდებოდნენ, არჩევნებში პირდაპირ ფულს იხდიდნენ ხმებისთვის და ამის გამო არავინ დასჯილა, ქვეყანა ოფშორებად გადააქციეს, ბავშვების საკვების და ჯარის ფულს იპარავდნენ.
არაფერია უსასრულო. მათი ტყუილი და ფარისველობაც აუცილებლად სასრული აღმოჩნდება.
თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.