ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხანძარი კიდობანში – დამწვარია სარესტორნო ფართი, არავინ დაშავებულა

ხანძარი კიდობანში – დამწვარია სარესტორნო ფართი, არავინ დაშავებულა

დღეს, 9 იანვრის საღამოს ხანძარი გაჩნდა თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრ “კიდობანში”.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები და სახანძრო მანქანები. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “კიდობანში” ხანძარი სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში გაჩნდა:
“ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მობილიზებული იყო ჩვიდმეტი სახანძრო მანქანა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. არავინ დაშავებულა, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი”.
ჯერჯერობით უცნობია რა ზიანი მიადგათ “კიდობანში” მოვაჭრეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.