ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეიმურაზ მღებრიშვილი - სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია - შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არ არის

თეიმურაზ მღებრიშვილი - სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია - შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.
"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17-ი სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა",- განაცხადა მღებრიშვილმა.
ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.