ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამ გამოიწვია ხანძარი “ოქროს კიდობანში”?

რამ გამოიწვია ხანძარი “ოქროს კიდობანში”?

რა მოხდა სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში და რის გამო გაჩნდა კიდევ ერთი ხანძარი სადგურის მოედანთან? – ამ წუთებში, დაზარალებული მოვაჭრეები პირველად შედიან იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც გუშინ გვინობამდე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ.
როგორც მოვაჭრეები “პირველებს” ეუბნებიან, ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად აალება საკვებ ობიექტში დაიწყო, კაფეტერიაში გაჩენილი ხანძარი კი გადავიდა ქსოვილების მაღაზიაზეც.
არის მოსაზრება, რომ მიზეზი ელექტროგაყვანილობის სისტემა. არის ზარალიც, თუმცა ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
“ზარალი ზუსტად არ იციან ჯერ, ტანსაცმელების მაღაზიაც დამწვარია და ქსოვილებსი. ახლა ასულები არიან მაღაზიების მფლობელები და ნახავენ ზუსტად.
ამ სართულზე არ ჩამოსულა ცეცხლი, მეც გუშინ ტელევიზიით გავიგე ხანძრის შესახებ. კაფე-რესტორანია იმ სართულზე და მეორადის მაღაზიები და როგორც თქვეს იმ რესტორანში გაჩენილა. შეიძლება ოქროს ბირძაზეც გადასულიყო ცეცხლი”, – ამბობს “ოქროს კიდობანის” ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.