ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა

მწვანე შუქი იყო თავიდან ბოლომდე ანთებული იმის მიმართ, რაც მოხდა 2007 წელს ტელეკომპანია იმედში. მწვანე შუქი ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. იქ იყო ბრიტანეთიც, გერმანიაც, სხვებიც. მაშინ გახსოვთ ვინმე დასანქცირებული, ან ვინმეს მიმართ რაიმე უხეში განცხადება გაკეთებული? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ.
„მწვანე შუქი იყო თავიდან ბოლომდე ანთებული იმის მიმართ, რაც მოხდა 2007 წელს ტელეკომპანია იმედში. მწვანე შუქი ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. იქ იყო ბრიტანეთიც, გერმანიაც, სხვებიც. მაშინ გახსოვთ ვინმე დასანქცირებული, ან ვინმეს მიმართ რაიმე უხეში განცხადება გაკეთებული? – ესეც ხომ „გაუპრავეს“ და ამის შემდეგ „გაუპრავეს“ საპრეზიდენტო იმ კაცს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი დაამყარა საქართველოში და ახლა ეს ადამიანები ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, მათთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რაც ხდება დანიაში, იმიტომ რომ მანამდე მათთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მოხდა 26 მაისს, საქართველოში, როდესაც ხალხი დახოცეს პირდაპირ. ხალხის დახოცვა „გაუპრავეს“ სააკაშვილის რეჟიმს 2011 წლის 26 მაისს, როდესაც შემდეგ გახსოვთ, ცხედრები განათავსეს ჯიხურების თავზე, რომ დენით დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ და ეს „გაუპრავეს“, ამაზე მწვანე შუქი აუნთეს, სწორედ, ამ ე.წ. დემოკრატებმა, ბრიტანელებმა, გერმანელებმა და სხვებმა. ამიტომ მათთვის სრულიად ორგანული და მისაღებია ის, რაც მოხდა დანიაში, იმიტომ რომ მანამდე ამას “აპრავებდნენ” თბილისში, “აპრავებდნენ” სხვა ქვეყნებში, სადაც მათთვის მისაღები იყო დიქტატორული რეჟიმები, სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმები. ეს ორმაგი სტანდარტები იმდენად თვალსაჩინო გახდა უკვე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენი მაგალითი იხილა უკვე საზოგადოებამ, რომ არ მგონია, შეცდომაში ქართული საზოგადოების შეყვანა კიდევ იყოს შესაძლებელი,”- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს