ხაზარაძის მცდელობა, განწმენდა მოახდინოს და საზოგადოებაში მზრუნველი ადამიანის სახელი დაიმკვიდროს მარცხისთვის არის განწირული

ხაზარაძის მცდელობა, განწმენდა მოახდინოს და საზოგადოებაში მზრუნველი ადამიანის სახელი დაიმკვიდროს მარცხისთვის არის განწირული
“ხაზარაძის მცდელობა, განწმენდა მოახდინოს და საზოგადოებაში მზრუნველი ადამიანის სახელი დაიმკვიდროს მარცხისთვის არის განწირული”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი “ლელოს” იდეას, რომ შეიქმნას მოძრაობა “არ დატოვო სახლი”.
მეგრელიშვილის თქმით, “ლელოს” ამ იდეას ხალხისადმი დაცინვის ელფერი დაჰკრავს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ტიპური მევახშეა, რომლისგანაც ადამიანური ბუნება შორს არის, მის მამოძრავებელ ძალას ფული წარმოადგენს, რაც თავის მხრივ დაშორებულია კეთილშობილურ მიზნებს.
“ყაჩაღი პოლიტიკამ იმდენად სენტიმენტალური გახადა, რომ ის ახალი პოლიტიკური იდეით გამოდის. იდეით, რომელსაც ხალხისადმი დაცინვის ელფერი დაჰკრავს.
აბა სხვაგვარად ვერ აიხსნება მისი სურვილი შექმნას მოძრაობა “არ დატოვო სახლი” მაშინ, როცა 2012 წლის 1-ელ იანვრიდან დღემდე „ ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა.
გაყიდვის გარდა, ბანკმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილი 689 უძრავი ქონება შეიძინა.
მესმის ბანკის პოლიტიკა სპეციფიკურია, შეჭირვებული ადამიანები მას არ აინტერესებს, თუმცა ადამიანურ დონეზე ურთულესი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღება აღებული ფულის სანაცვლოდ საკუთარი სახლიდან გამოიყვანო და ღია ცის ქვეშ დატოვო ადამიანი. ამას აკეთებდა პირადად მამუკა ხაზარაძე საკუთარი გუნდით.
შესაბამისად, ხაზარაძის მცდელობა, განწმენდა მოახდინოს და საზოგადოებაში მზრუნველი ადამიანის სახელი დაიმკვიდროს მარცხისთვის არის განწირული, რადგან ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, მათ ასეთი იაფფასიანი სვლით ვერ მოატყუებ. ხაზარაძე ტიპური მევახშეა, რომლისგანაც ადამიანური ბუნება შორს არის, მის მამოძრავებელ ძალას ფული წარმოადგენს, რაც თავის მხრივ დაშორებულია კეთილშობილური მიზნებს. მისი ცინიზმით სავსე ინიციატივა არჩევნებზე ხმებში არ აკუმულირდება რადგან ის ყალბია, არჩევნებზე ქართველი ხალხი ხარაძისნაირ პარაზიტ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ ეტყვის პოლიტიკურ არას,”- წერს .
Previous: გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება, რაც დროში ემთხვევა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს – ამ დავალებას ოპოზიციური სპექტრი დიდი მონდომებით ასრულებს

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს