ბლინკენის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს. ეს ბრძანება დირექტივაა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება

ბლინკენის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს. ეს ბრძანება დირექტივაა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბლინკენის ეს ბრძანება არის დირექტივა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება. ეს დირექტივა მოაღწევს ჩვენამდეც და ამას ქართველი ლიბერალებიც აიტაცებენ,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ამგვარ უზნეობას და უფლებების სახელით უმრავლესობის უუფლებობას არ დაუშვებს სახელისუფლებო გუნდი.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ის მზადაა მიიღოს ამორალურობის პროპაგანდის შესაჩერებლად სამართლებრივი ზომები.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს.
ბლინკენის ეს ბრძანება არის დირექტივა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება. ეს დირექტივა მოაღწევს ჩვენამდეც და ამას ქართველი ლიბერალებიც აიტაცებენ, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ საფრთხეებზე საზოგადოებასთან ღია საუბარი და ქმედითი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება. მარაზმია საუბარი იმაზეც, რომ ახალდაბადებული ჩვილები დედის რძის მაგივრად მამაკაცის რძეზე გაზარდონ (რასაც უკვე ბრიტანეთში აკანონებენ). ეს მცდელობა, შეცვალონ უფლის მიერ დადგენილი კანონზომიერება, არის სოციალური სიგიჟე.
ეს არის ხელოვნურად შექმნილი რეალობა, სადაც ბავშვების უფლებებისთვის ადგილი არ რჩება. საქართველოში ამგვარ უზნეობას და უფლებების სახელით უმრავლესობის უუფლებობას არ დაუშვებს სახელისუფლებო გუნდი. სწორედ ამიტომ, ის მზადაა მიიღოს ამორალურობის პროპაგანდის შესაჩერებლად სამართლებრივი ზომები. მინაწერი: ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მდუმარება ხაზგასმაა იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ ამორალურობის პროპაგანდას და აქაც, ამ ბრძოლაში, ხალხის გვერდით არ დგანან.“– წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: ფასების საერთო დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით