დავით მათიკაშვილი – „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას – კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია

„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია.
„ლელო“- ხაზარაძე, ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მისი „არტარეა“ – ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელიგენციას, როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში, როგორ ცდილობდა მათ გაშავებას. დღეს „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი „ნაცობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირი ქვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება