ხაზარაძე: ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ
დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ჩვენ კი გვინდა, რომ ისეთი ხელისუფლება შევქმნათ, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. ეს, პირველ რიგში ჩვენი პენსიონერების მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს - იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს და დღეს სამარცხვინო პენსიას იღებენ, 400 ლარის ოდენობით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს თანხა 1 000 ლარამდე გავზარდოთ. ამავე დროს, ყველა ის საჭირო ზომა გავატაროთ, რაც მათ ფასების ზრდისგან, ინფლაციისგან და უამრავი სხვა გამოწვევისგან დაიცავს, რომელიც პენსიონერების ყოველდღიურობას საფრთხესა და საშიშროებას უქმნის [...] ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ნომერ პირველ პრიორიტეტად ჩვენი პენსიონერების უზრუნველი და ღირსეული ცხოვრება დავისახოთ.
თქვა პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.