ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – ხაზარაძე

ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – განაცხადა, პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
“დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ჩვენ კი გვინდა, რომ ისეთი ხელისუფლება შევქმნათ, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. ეს, პირველ რიგში ჩვენი პენსიონერების მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს – იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს და დღეს სამარცხვინო პენსიას იღებენ, 400 ლარის ოდენობით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს თანხა 1 000 ლარამდე გავზარდოთ. ამავე დროს, ყველა ის საჭირო ზომა გავატაროთ, რაც მათ ფასების ზრდისგან, ინფლაციისგან და უამრავი სხვა გამოწვევისგან დაიცავს, რომელიც პენსიონერების ყოველდღიურობას საფრთხესა და საშიშროებას უქმნის […] ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ნომერ პირველ პრიორიტეტად ჩვენი პენსიონერების უზრუნველი და ღირსეული ცხოვრება დავისახოთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში