“ჩვენი ხედვაა, ამ ადამიანებს პენსია გავუზარდოთ 1 000 ლარამდე” | მამუკა ხაზარაძე პენსიონერებს შეხვდა

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, დღეს პენსიონერებს შეხვდა და მათ მიერ შემუშავებული საპენსიო პაკეტი გააცნო. პარტიის წევრების განცხადებით, მოცემულ პირობებში შესაძლებელია პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდა. “ლელოში” მიაჩნიათ, რომ პენსიების ზრდის პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკა მიმიზდველი გარემო უნდა გახდეს მთელი მსოფლიოსთვის, უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები და ქვეყანაში
უნდა რეალიზდეს მეგაპროექტები.
“ის მიზერი პენსია, რომელსაც სახელმწიფო მათ უხდის, აბსოლუტურად არაფერში არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენი ხედვა არის, რომ ამ ადამიანებს პენსია გავუზარდოთ 1 000 ლარამდე. ასევე, ძალიან სერიოზული საკითხია ვეტერანების პენსია, რომელიც აუცილებლად უნდა გავზარდოთ. კითხვა, რომელიც ისმის და დარწმუნებულივარ ოპონენტები ამ კითხვას დასვამენ: როგორ არის ეს შესაძლებელი? გპასუხობთ, რომ უკვე დღევანდელ ბიუჯეტში შესაძლებელია 2 მილიარდი ლარის მობილიზაცია და მომავალი 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდა, რადიკალურად გაზრდა და გაორმაგების მიღწევა ქვეყნის ბიუჯეტის, სერიოზული ინვესტიციების შემოტანა, ყველა დიდი მეგაპროეტქტის დაწყება და 1 000 ლარამდე პენსიონერების ანაზღაურების აყვანა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.