წლის ბოლომდე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება

წლის ბოლომდე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ამ ეტაპზე რეფერენტული ფასები ეხება ძირითადად რეცეპტორულ მედიკამენტებს, თუმცა ამ წლის ბოლომდე ეს მიდგომა გავრცელდება არა რეცეპტორულ (ურეცეპტო) მედიკამენტებზეც და განსაკუთრებით იმ ტიპის მედიკამენტებზე, რომლის მოხმარებაც განსაკუთრებით მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. კიდევ და კიდევ იმ მიზნის საპასუხოდ, რომ ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები იყოს ადეკვატური, სამართლიანი, რომ მოსახლეობას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს. აქედან გამომდინარე ეს მიდგომა არა რეცეპტორულ მედიკამენტებზე გავრცელდება. ნაწილი ამ მედიკამენტების უკვე მოხვედრილია ამ ჩამონათვალში, რომლის ფასებიც უკვე ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც. ამ მხრივ გაგრძელდება მუშაობა“,- განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 2023 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კონკრეტულ მედიკამენტებზე დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5 148 მედიკამენტზეა განსაზღვრული. აქედან, 3 045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2 103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
აღნიშნულ ინფორმაციას BPN ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ