ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოემბერში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი სახლების ფასი 12 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

2023 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში სახლების ფასები 2.1%-ით შემცირდა, განაცხადა ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS).
შედეგად, ნოემბერში საცხოვრებლის საშუალო ღირებულება 285 ათასი ფუნტი სტერლინგი (362 ათასი დოლარი) იყო.
შესწორებული მონაცემებით, ოქტომბერში ფასები 1,3%-ით შემცირდა და არა 1,2%-ით, როგორც ადრე იყო ნათქვამი.
ნოემბერში ფასების ვარდნა ყველაზე დიდი იყო 2011 წლის ივნისის შემდეგ, ლონდონში კი ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ რეკორდულად 6%-ით დაეცა.
საცხოვრებლის ქირა დეკემბერში, ისევე როგორც ერთი თვის წინ, ქვეყანაში 6,2%-ით გაძვირდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მას შემდეგ, რაც მონაცემთა შეგროვება დაიწყო, 2016 წლის იანვრიდან.
ლონდონში მოიჯარეებმა გასულ თვეში 6,8%-ით მეტი გადაიხადეს, ვიდრე ერთი წლის წინ. ნოემბერში ლონდონში ქირა რეკორდულად 6,9%-ით გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.