ლუვრმა 7 წლის განმავლობაში პირველად ბილეთების ფასი 30%-ით გაზარდა
15 იანვარს პარიზის ლუვრის მუზეუმმა ბილეთების ფასი თითქმის 30%-ით გაზარდა. ბილეთზე ფასის მატება სავარაუდოდ გამოწვეულია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ გამოწვეული მღელვარებით. ამის შესახებ AFP იტყობინება.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ბილეთების ფასების გაზრდა აუცილებელია ენერგიის მზარდი ხარჯების დასაფარად. ელექტროენერგიის გადასახადები 2021-დან 2022 წლამდე 88%-ით გაიზარდა.
მუზეუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტორების 40%-ს აქვს უფასო ბილეთები - კერძოდ, 25 წლამდე ახალგაზრდებს, დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, უმუშევრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე მასწავლებლებს და ჟურნალისტებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.