წითლიძე ენმ-დან წასულებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ ენმ-დან წასულმა საკრებულოს დეპუტატებმა მანდატებიც უნდა დატოვონ.
წითლიძის თქმით, ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოში ენმ-ს ჰყავს საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები მაღალანაზღაურებადი თანამდებობები და ფრაქცია.
„ახლა ამბობენ, რომ წავიდნენ, მაგრამ თანამდებობებს და მანდატებს არ ტოვებენ. თუ სააკაშვილის პარტიიდან მიდიხარ, მაშინ ის მანდატიც უნდა დატოვო რომელიც ს ხმებით მიიღე“, — განაცხადა წითლიძემ ფორმულას ეთერში.
მისი თქმით, ენმ-ის მიერ არჩევნებში ნაჩვენებ შედეგებში თითოეულ ადამიანს მიუძღვის წვლილი, მაგრამ პარტიის გარეშე ისინი დეპუტატები ვერ გახდებოდნენ.
„მე მათ წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე. მათგან განსხვავებით მე მესმის, რომ ეს იწილო-ბიწილო სადღაც უნდა დასრულებულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთად მაინც საბოლოოდ ერთ კოალიციაში მოგვიწევს ყოფნა და დრო აჩვენებს, რამდენად მართალი იყო მათი ნაბიჯი. მაგრამ თუ უნდათ, რომ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ, მე მათ მოვუწოდებ, თუ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, უნდა დატოვონ ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიებში თანამდებობები“, — განაცხადა ანი წითლიძემ.
დეპუტატმა მწუხარება გამოთქვა, რომ ენმ-ის აწ უკვე ყოფილი წევრებისთვის „მიხეილ სააკაშვილზე დიდი ავტორიტეტი და ლიდერი პარტიაში აღმოჩნდა “.
4-5 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ს საკრებულოს 7-მა წევრმა, 14-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოდან და ჭიათურაში ენმ-ის ფრაქციის ხუთივე წევრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ