“ენმ არც ხაბეიშვილისაა და არც მელიასი” – კასპის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი ენმ-დან წასვლას არ ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაცია პარტიის წევრების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არის საკრებულოს 6 დეპუტატი, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში უარყო მისი პარტიიდან წამოსვლა:
“აკაკი ბერიანიძეს მაგივრად ნუ იღებთ გადაწყვეტილებებს მეგობრებო !
ენმ, არც ხაბეიშვილისაა და არც მელიასი,
აკაკი ბერიანიძე რჩება ენმ ში..
ენმ არის იდეა და საქმე …
გასაკეთებელი კი მარტო ბევრი კი არა, ყველაფერი ახლიდანაა ასაშენებელი
და ყველანი პირად წყენაზე მაღლა უნდა დავდგეთ…
პატივისცემით
აკაკი ბერიანიძე”,– წერს ის.
ცნობისთვის, ბერიანიძე ამ დროისათვის ში იბრძვის.
ამ დროისთვის ნაციონალურ მოძრაობას კასპის საკრებულოში 2 მანდატი რჩება. წასულების თქმით, უკიდურესი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთავსებლობა გახდა.
ბრალდებებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციიდან უპასუხეს და წასულებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, მანდატები აწ უკვე წასულებმა სწორედ ენმ-ს სიით მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები – როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით