კასპის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი ენმ-დან წასვლას არ ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაცია პარტიის წევრების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არის საკრებულოს 6 დეპუტატი, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში უარყო მისი პარტიიდან წამოსვლა:
“აკაკი ბერიანიძეს მაგივრად ნუ იღებთ გადაწყვეტილებებს მეგობრებო !
ენმ, არც ხაბეიშვილისაა და არც მელიასი,
აკაკი ბერიანიძე რჩება ენმ ში..
ენმ არის იდეა და საქმე …
გასაკეთებელი კი მარტო ბევრი კი არა, ყველაფერი ახლიდანაა ასაშენებელი
და ყველანი პირად წყენაზე მაღლა უნდა დავდგეთ…
პატივისცემით
აკაკი ბერიანიძე” წერს ის.
ცნობისთვის, ბერიანიძე ამ დროისათვის ში იბრძვის.
ამ დროისთვის ნაციონალურ მოძრაობას კასპის საკრებულოში 2 მანდატი რჩება. წასულების თმით, უკიდურესი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთავსებლობა და ის რეპრესიები გახდა, რაც მათი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დაიწყო.
ბრალდებებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციიდან უპასუხეს და წასულებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, მანდატები აწ უკვე წასულებმა სწორედ ენმ-ს სიით მოიპოვეს.