არქივი28 ოქტომბერი, 2025, 16:41
წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ლადო ჯახუა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯახუას ადმინისტრაციული სახდელის სახდელის სახით 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, ლადო ჯახუა 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.