არქივი1 ნოემბერი 2025, 19:11
რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი წიქარიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი წიქარიშვილი, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.