პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

72 წლის იოსებ ხეოშვილს, რომელსაც „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ, სასამართლომ სახდელის სახით 5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

72 წლის იოსებ ხეოშვილს, რომელსაც „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ, სასამართლომ სახდელის სახით 5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 72 წლის იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
იოსებ ხეოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.