„წარმოდგენა არ გვაქვს, პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს, ჩვენ მასთან სანიტარული კორდონი გვაქვს აგებული“ –

„წარმოდგენა არ გვაქვს, პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს, ჩვენ მასთან სანიტარული კორდონი გვაქვს აგებული“ –
წარმოდგენა არ გვაქვს, პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს. ჩვენ მასთან სანიტარული კორდონი გვაქვს აგებული, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„ძალიან გვაშფოთებს მისი დამოკიდებულება ორგანიზებულ დანაშაულთან და კანონიერ ქურდებთან. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაული დავამარცხოთ, კანონიერი ქურდები ამოვძირკვოთ და ამ ქვეყანაში შესაძლებლობა მივცეთ ხალხს, რომ პოლიტიკის ნაწილი გახდნენ. იმიტომ კი არ მოვდივარ ხელისუფლებაში, რომ ძალაუფლება ჩავიგდო ხელში, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება გავაუმჯობესო. ზუსტად ვიცით, კანონიერ ქურდებთან ძმაკაცობით ეს რომ ვერ მოხდება. ამიტომ, მასთან დიდი ჩინური კედელი გვაქვს. 4, 3 და 2 ოქტომბერსაც ქუჩაში ვიქნებით. ჩვენი აზრია, რომ ქუჩა არის ერთადერთი გადაწყვეტა, მაგრამ არანაირ დედლაინებს საკუთარ თავებს არ ვუწესებთ, ჩვენი დედლაინი არის გამარჯვება. როცა გავიმარჯვებთ, მაშინ გავიმარჯვებთ და ყველა დაინახავთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს