ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ახალაიასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს.
ის გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის ბაჩო ახალაიასა და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ „ახალი ლეგენდის შექმნა არ გამოვა“. ბურჭულაძის განმარტებით, მას ბაჩო ახალაიას ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, შესანიშნავი მარიამი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე რომ, არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.
„რუსთავი 2“-ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული „ოცნების“ ოჯახის არცერთი წევრი“, - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციები გამართეს. ტელეკომპანიის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.