პაატა ბურჭულაძე – ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყანა და როგორც გვებრძვიან, უკანონოა – უნდა დაიმახსოვროთ, როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან

ცოტა ხანში ჩვენ გეტყვით იმ გეგმას, რაც უნდა გავაკეთოთ – უნდა დაიმახსოვროთ. როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლონ.
„დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ხომ ვართ მხნედ? ახლა ცოტა ხანში ჩვენ გეტყვით იმ გეგმას, რაც უნდა გავაკეთოთ. მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ მოგვცა ერთი რამ – ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყანა. როგორც გვებრძვიან, ეს ყველაფერი უკანონოა. უნდა დაიმახსოვროთ. როგორც კი ამათ გავისტუმრებთ, სასტიკად დაისჯებიან. ცოტახანში შეგატყობინებთ გეგმას, მთავარია რუსთაველიდან აქ, [თავისუფლებაზე] მოედანზე მობრძანდეთ“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”