ძლიერმა ქარმა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს სახურავი გადახადა – რა ვითარებაა აჭარაში

უამინდობა აჭარაში – ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა მერიის შესაბამისი სამსახურებიც.
ბოლო ინფორმაციით, ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
“მერიის ყველა შესაბამისი სამსახურები დილის 03:00 საათიდან გამოსულები ვართ. ჩვენ ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს ვატარებთ. ახლა უნივერსიტეტის ლოკაციაზე ვიმყოფებით, შემდეგ უკვე გადავალთ სანაპირო ზოლზე, სადაც ქვა-ღორღია ამოტანილი.
რა ინფორმაციაც მაქვს, არავინაა დაშავებული,” – აღნიშნა ბათუმის “სანდასუფთავების” დირექტორმა, სულხან ევგენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც