ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ძლიერმა ქარმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი დააზიანა

ბათუმში ძლიერმა ქარმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი დააზიანა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ფორმულას განუცხადეს, შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა მახინჯაურშიც – საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა.
მათი განცხადებით, მომხდარის გამო, რამდენიმე რეისი შეყოვნდა – ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებდნენ, რომ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მოძრაობა სრულად, დაახლოებით, 12 საათისთვის განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.