ძლიერი თოვის გამო, ფოთში, დღეს და ხვალ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა, ასევე, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერებულია საჯარო სკოლებში

ძლიერი თოვის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, ასევე, დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ