არქივი26 თებერვალი, 2025, 13:37
დიდთოვლობის გამო ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე ჩერდება

დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩერდება. ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 27 და 28 თებერვალს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, ამის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 4 მარტიდან განახლდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.