ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ბაღებში და სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდება

ფოთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ბაღებში და სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდება

ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.