“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”

ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ვოლფოვიჩი ბელარუსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში, განსაკუთრებით კი სასაზღვრო რეგიონებში მოგზაურობისგან:
“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება. საზღვრები ჩვენ არ ჩაგვიკეტავს, წასვლა-არწასვლა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა…. ჩვენ გვაქვს ბევრი ტბა, მდინარე, ტყე და ლამაზი ადგილი, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ, კარავი გაშალოთ და ოჯახთან ერთად ცივილიზებულად, კულტურულად დაისვენოთ, დატკბეთ ბუნებით. დასვენების სხვა გზების პოვნაც შესაძლებელია ჩვენს საყვარელ ბელარუსში. ძვირფასო თანამემამულეებო, თავი შეიკავეთ დღეს მგზავრობისგან. თქვენ საფრთხეში აგდებთ როგორც საკუთარ თავს, ისე თქვენს ახლობლებს, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს. ვიდრე სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ დასრულდება, ასეთი მგზავრობისას უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ. საკუთარი ჭკუით უნდა იაზროვნოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ“ | მიმართა მან თანამოქალაქეებს
🔻 ალექსანდრე ვოლფოვიჩის ეს განცხადება რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე, ბრიანსკის ოლქის სოფელ კრასნი კამენთან მომხდარ შემთხვევას მოჰყვა, როდესაც დრონი სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ავტობუსი რეგულარულ რეისს ასრულებდა მინსკი-გომელი-ანაპას მიმართულებით. ავტობუსში 19 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები უვნებლად გადარჩნენ. ავტობუსის ორმა მძღოლმა კი დაზიანება მიიღო