არქივი18 დეკემბერი, 2023, 19:23
ცხენი და თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა | ორბანმა და ერდოღანმა საჩუქრები გაცვალეს
ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრები გაცვალეს. ორბანმა ერდოღანს ცხენი, სახელად "ნონიუსი" აჩუქა, ერდოღანმა კი მას თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა "ტოგი" გადასცა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი მანქანის ნომრებია HUTR-100, რაც სიმბოლურად თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანი ბუდაპეშტში უნგრეთ-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.