პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რძის და ხორცის წარმოების განვითარებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტებში ცვლილებები შედის

რძის და ხორცის წარმოების განვითარებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტებში ცვლილებები შედის და ემატება 3 ახალი ქვეკომპონენტი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პირველ ქვეკომპონენტი შეეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, მეორე მიმართულება იქნება სასუქი მსხვილფეხა პირუტყვი და მესამე მიმართულება იქნება მცირე ფერმერული მეურნეობები. არსებული კომპონენტებისგან განსხვავება ისაა, რომ პირველი მიმართულებაში ნაცვლად 4 წლისა საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება 7 წლის განმავლობაში განხორციელდება. მცირე ფერმერულ მეურნეობებთან დაკავშირებით კი სესხის გარდა გაიცემა არაუმეტეს 40 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსება,“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.