პირველი ქართულ-თურქული ფილმის „ხიდი“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პროექტის, პირველი ქართულ-თურქული ნამუშევრის, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმის „ხიდი“ ქართული პრემიერა გაიმართა.
“„ხიდი“ ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც ცნობილი თურქი ექიმის, ისმედ დინდერ-მიქელაძის, წინაპარს გადახდა. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
ფილმის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, მუსიკა ეკუთვნის დავით ევგენიძეს, ხოლო დამდგმელი ოპერატორი თამაზ გოგინაშვილი გახლდათ.
ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ვარსკვლავები: ნინი ბადურაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით დვალიშვილი, დავით როინიშვილი, ქრისტინე იმედაძე, ჯანო იზორია, სოსო ლაღიძე, დავით ხახიძე, გიორგი გურგულია და სხვები. აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობს თავად ისმედ დინდერ-მიქელაძე. მთავარ როლში კი, თურქული კინოს ვარსკვლავი, ემრე კიზილიმარკია.
რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი დაასრულეს გიორგი თავართქილაძემ, გიორგი ხარებავამ და ხათუნა ხუნდაძემ.
აღსანიშნავია, რომ 17 დეკემბერი აწ გარდაცვლილი რეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის, დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს მიეძღვნა მისი ფილმის პრემიერაც”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ