ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა

ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ოპოზიციურ ფლანგს შორის დაპირისპირებას ეხმიანება.
როგორც ანანიძე აღნიშნავს, განხეთქილება ოპოზიციის მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება.
„რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა“, – წერს ცოტნე ანანიძე.
ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს