ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვივამედიდან“ გაკეთებულ განცხადებაზე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მოუწოდებს მომიტინგეებს ძალადობრივი შეტევისკენ!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მოუწოდებს მომიტინგეებს ძალადობრივი შეტევისკენ!“ – წერს ცოტნე ანანიძე.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.