არქივი26 დეკემბერი, 2024, 00:22
ცოტნე ანანიძე: სალომეს მხრიდან პარლამენტის შესაძლო დათხოვნის მოსაზრებაზე – ოპოზიციის არაკონსტიუციური მოქმედებით, გადატრიალების ფუჭი მცდელობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ცოტნე ანანიძის შეფასებით, პარლამენტის დათხოვნის შესახებ მოსაზრებაც კი ოპოზიციის არაკონსტიტუციური მოქმედებით გადატრიალების ფუჭი მცდელობაა.
„სალომეს მხრიდან პარლამენტის შესაძლო დათხოვნის მოსაზრებაზე- ოპოზიციის არაკონსტიუციური მოქმედებით, გადატრიალების ფუჭი მცდელობა ! თამაშგარე ყოფნა!“ – წერს ცოტნე ანანიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.