ცოლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ კაცს 20 წელი მიუსაჯა, პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ცოლის განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით დაპატიმრებულ კაცისთვის სასჯელის კიდევ უფრო დამძიმებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 23 აგვისტოს, 20 წლით თავისუფლების აკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელსაც საკუთარი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 109-ე მუხლის თ, კ და მ ქვეპუნქტებით ჰქონდა წარდგენილი. ეს გულისხმობს ოჯახის წევრის გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით.
სასამართლომ მას წარდგენილი ბრალიდან ერთ-ერთი – გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა მოუხსნა და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს, მოითხოვს სასჯელში აისახოს, რომ მკვლელობა გენდერული ნიშნით იყო მოტივირებული და პატიმრობაც არა 20 წლით, არამედ უვადოდ განისაზღვროს.
მკვლელობა 2024 წლის 8 იანვარს, ვარკეთილში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”