ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალი წლის დღეებში ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი კავლელაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 აგვისტოს გამოცხადდა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილი ქეთევან ედიბერიძის დედა და მოითხოვს განაჩენის უვადო პატიმრობით შეცვლას. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ იყო“.
„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს?! 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“, – თქვა გარდაცვლილის დედამ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.
პროკურატურა განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მიიჩნევს, რომ კაცმა დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა.
9 იანვრის ღამეს თბილისში 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცივი იარაღით ჯერ 27 წლის ცოლს, ქეთევან ედიბერიძეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ თავი დაიზიანა. ქალი იმავე ღამეს, კლინიკაში გარდაიცვალა.
მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია