ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება წავართვი… – ცოლის მკვლელობისთვის ქმარს 20 წელი მიუსაჯეს

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება წავართვი… – ასეთი იყო 27 წლის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის, გიორგი კავლელაშვილის ბოლო სიტყვა სასამართლო დარბაზში.
,,ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, – განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.