ცნობილია, რა თანხას გამოუყოფს დე ლაურენტისი კონტეს ტრანსფერებისთვის
ცნობილია, რა თანხას გამოუყოფს დე ლაურენტისი კონტეს ტრანსფერებისთვის
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 230 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Mattinodinapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბისთვის პრიორიტეტული ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, კონტეს ნიგერიელის ჩანაცვლება რომელუ ლუკაკუთი სურს. "ჩელსი" ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, "ნაპოლის" სხვა სატრანსფერო სამიზნეები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტე "ნაპოლისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.