ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია, რა თანხას მიიღებს კონტე, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გააჩემპიონებს

"ნაპოლის" მომდენო სეზონში დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე გაწვრთნის. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.
Football Italia-ს ცნობით, კონტე "პარტენოპეისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ასევე იტალიელი სპეციალისტი საიმიჯო უფლებებს თავად განკარგავს.
მხარეები ახლა კომპენსაციის თანხაზე მსჯელობენ, იმ შემთხვევაში, თუკი დე ლაურენტისი მის ვადაზე ადრე დათხოვნას განიზრახავს.
კიდევ ერთი იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, "ნაპოლი" კონტეს ხელფასის სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს გადაუხდის და თუ "პარტენოპეი" მომდევნო სეზონში სკუდეტოს მოგებას მოახერხებს, იტალიელი სპეციალისტი ბონუსად მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, კონტე სხვადასხვა
დროს სერია A-სა და პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა, 2 წლის განმავლობაში კი იტალიის ნაკრებს თავკაცობდა. ანტონიომ სამწვრთნელო კარიერაში ჯამში 8 ტიტულის მოგება მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.