ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდის, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს" - რონალდო ნაზარიოს და გატუზოს ყოფილმა აგენტმა ქართველის შესახებ ისაუბრა

არახალი ამბავია, რომ "პარი სენ ჟერმენი" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება. გუშინ, L'Equipe-მა დაწერა, რომ "კვარას" პირადად პარიზული კლუბის თავკაცი ლუის ენრიკე ესაუბრა.
აღნიშნულ ამბავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული აგენტი საბატინო დურანტე გამოეხმაურა. მისი თქმით, დე ლაურენტისი ქართველის გასხვისებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს.
"ნაპოლიმ" გასული ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, წმენდა უნდა ჩაატაროს. თუ პსჟ-ის შეთავაზება კვარაცხელიას თაობაზე სიმართლეა, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს. ცხადია, ის ფეხბურთელს ყველაზე კარგად იცნობს და ქართველის შესაძლებლობები მასზე უკეთ არავინ იცის.
ჩემი აზრით, თუ კონკრეტული
შეთავაზება იქნება, კვარაცხელია გაიყიდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, გადამწყვეტი კი ანტონიო კონტეს სიტყვა იქნება", - განაცხადა დურანტემ Radio Marte-სთან ინტერვიუში.
საბატინო წლების განმავლობაში ისეთი ფეხბურთელების აგენტი იყო, როგორებიც რონალდო ნაზარიო, ჯენარო გატუზო, დუგლას მაიკონი და ჟულიო სეზარი იყვნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.