არქივი29 ნოემბერი, 2023, 18:39
ცეცხლის შეწყვეტის მე-5 დღე | "ჰამასმა" კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე დღეს „ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელის მოქალაქეა, ორი კი - ტაილანდის. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 30 პალესტინელი.
მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა დროებითი ზავი დადგეგმილზე დიდხანს გაგრძელდეს. მსოფლიო ლიდერები ტერორისტულ ორგანიზაციას მოუწოდებენ, ვითარების დასასტაბილურებლად ყველა მძევალი დროულად გაათავისუფლონ.
7 ოქტომბერს "ჰამასმა" 240 ადამიანი გაიტაცა. მათგან 40 ბავშვი. სამშობლოში დაბრუნებული ტყვეები ღაზის სექტორში გატარებულ უმძიმეს დღეებს იხსენებენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.