ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დრო გახანგრძლივდა – გაათავისუფლეს კიდევ 11 მძევალი

კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ისრაელსა და -ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ შორის ომში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ, კიდევ ორი დღით გაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასმა“ დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ს მხრიდან ჯერ არ ყოფილა.
აშშ-ის მთავრობა მიესალმა შეთანხმებას, ესაა საუკეთესო გზა, რათა გათავისუფლებული იქნეს მეტი მძევალი, განაცხადა აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, მ. მან გაიმეორე გაფრთხილება, რომ რომ „ჰამასმა“ ჰუმანიტარული პაუზა შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ შეთანხმების მხოლოდ ორი დღით გაგრძელება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის დახმარება შევიდეს.
ცეცხლის შეწყვეტის თანახმად, 27 ნოემებრის საღამოს „ჰამასმა“ გაათავისუფლა კიდევ 11 მძევალი.
მათ შორის, როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იტყობინებოდა, სამი ფრანგია, 2 გერმანელი და ექვსი არგენტინელი.
ღაზიდან ორშაბათს გათავისუფლებული თერთმეტი მძევალი ისრაელში ჩავიდა და პირველად სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, სანამ ოჯახებში წავლენ, განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა.
წინა შეთანხმებით, პაუზა 28 ნოემბერს, ღამით უნდა დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება საშუალებას იძლევა გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები და უცხოელები. საპასუხოდ, ისრაელი ციხიდან ათავისუფლებს პალესტინელებს, რომლებსაც ტერორიზმში მონაწილეობა ბრალდება.
გარდა ამისა, პაუზა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას იძლევა. ისრაელი პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“. შუამავლები არიან კატარის, ეგვიპტის და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა.
ახლა მოქმედ ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო, „ჰამასმა“ 27 ნოემბრამდე გაათავისუფლა 58 მძევალი. ესენი არიან ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე უცხოელები. ისრაელმა, თავის მხრივ, გაათავისუფლა 100-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი – ქალი და მოზარდი.
ისრაელის მძევლების მეოთხე ჯგუფის პალესტინელ პატიმრებზე გაცვლა 27 ნოემბრის საღამოსთვის იყო დაგეგმილი.
ისრაელის მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პაუზა და არა ზავი და მისი დასრულების შემდეგ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მთლიანად არ განადგურდება ღაზას სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ