არქივი1 დეკემბერი, 2023, 06:38
“ჰამასმა“ წუხელ კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა
ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება.
გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.
გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ჯერ უცნობია. ისრაელში აცხადებენ. რომ ქვეყანა ბრძოლას განაახლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.